BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. აღნიშნული განცხადება სამეფოს ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენკოკმა გაავრცელა.
მისი თქმით, ვირუსის ახალი სახეობის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე აცნობეს და ახლა მისი დეტალური კვლევა მიმდინარეობს.