მამაკაცი, რომელსაც ხელყუმბარა ჰქონდა დაკავებულია

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ დააკავეს, ამ წუთებში შესაბამის დაწესებულებაში გადაჰყავთ. დაკავება გლდანში, კერძოდ კი ხიზანიშვილის ქუჩაზე მოხდა. სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის უკან დასრულდა.  

ახალგაზრდა მამაკაცი, გიორგი მერებაშვილი ხელყუმბარით ხელში მეუღლის ნათესავის სახლში მივიდა და მაუღლესთან შეხვედრას ითხოვდა. მას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი და მეუღლესთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. მასთან მოლაპარაკება კი ადვოკატის დახმარებით მოხერხდა.   

მსგავსი თემები