ბადრი ესებუას ნათესავის სახლში, სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება

შინაგან

ამ წუთებში, ზუგდიდში, ბადრი ესებუას ნათესავის სახლში სამართალდამცავები იმყოფებიან. სახლის ჩხრეკა დაახლებით 15 წუთის წინ დაიწყო. აღნიშნულ მისამართზე ესებუას ოჯახის წევრები და ნათესავები იმყოფებიან, უცნობია იმყოფებოდა თუ არა სახლში ბადრი ესებუა.

სამართალდამცველები თავად ბადრი ესებუას სახლშიც არიან მობილიზებულები და ჩხრეკის ოპერაციას ატარებენ.

სპეცოპერაცია ჩატარდა “ლაზიკა კაპიტალშიც,” სადაც ეჭვმიტანილის ბიძა და კიდევ ერთი ნათესავი მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი, სენაკის ბატალიონის ჯარისკაცი, ბადრი ესებუაა.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

მსგავსი თემები