გაერო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ინიციატივა უკან წაიღოს და ინსპექტირების სამსახური არ გააუქმოს

საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მიმართავს. უმაღლესი კომისრისთვის მიუღებელი და გაუგებარია მსგავსი ხისტი გადაწყვეტილების ასე სწრაფად მიღება.

„შეშფოთებული ვართ პარლამენტისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ წინადადების წარდგენის გამო… მოვუწოდებთ, უკან წაიღონ ინიციატივა და უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა“, – ვკითხულობთ უმაღლესი კომისარიატის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. აღნიშნულის შესახებ მთავარმა ინსპექტორმა მედიისგან გაიგო, თან მაშინ, როცა დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები