„მეწილეს 10%-იანი წილი 2 მილიონის ნაცვლად 200 000-დ დაათმობინეს, თუმცა, ფული გაიტაცეს და მოწილეს არაფერი მიუღია“ – ადვოკატი

ვარკეთილის დამწვარი ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე ხელშეკრუკლების ბათილობას ითხოვს და ეჭვები აქვს, რომ ბაზრობა ხელოვნურად დაწვეს. საქმე ეხება ბაზრობის ერთ-ერთ მეწილე ზანდა მსხვილიძეს, რომელიც ბაზრობაზე 10%-იან წილს ფლობდა. როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მსხვილიძეს წილი მუქარით დაათმობინეს, თუმცა არც ის თანხა გადაუხადეს, რასაც დაპირდნენ. „10%-ინი წილის საბაზრო ღირებულება 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული, თუმცა, მუქარითა და იძულებით, რომელშიც ჩართულები იყვნენ შუამავლები, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აიძულეს, 200 000 დოლარად გაეყიდა წილი. თანხა კი არც მიუღია.

„მცირე წილის მფლობელები წლების განმავლობაში დაპირისპირებაში იმყოფებიან დომინანტ დამფუძნებლებთან, რადგან ვერ იღებენ მოგებას. 2009 წლიდან მოყოლებული არაერთი დარღვევა აღმოჩნდა ამ საქმეში, ფინანსური პოლიციაც იყო შესული, აღმოჩნდა დოკუმენტების გაყალბება, რის გამოც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა მაშინდელი დირექტორი ოთარ პირველი. არაერთი ბურუსით მოცული ნიუანსი ახლავს ამ საქმეს. დაპირისპირება უკიდურეს ფორმებში მიმდინარეობდა. ზანდა მსხვილიძეს წილის გაყიდვის სურვილი არ ჰქონდა, მას წილის გაყიდვის სურვილი იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ საბაზრო ღირებულებას გადაუხდიდნენ, რაც 2 მილიონ დოლრს შეადგენს” – განაცხადა ადვოკატმა “მედიაცენტრ მტავარში”

მისივე ინფორმაციით, სწორედ ექსპერტიზამ დაადგინა, ეს ფასი.

“კვლევა წელიწადი ტარდებოდა და დადგინდა, რომ ბაზრობის 10%-იანი წილის ღირებულება იყო 2 მილიონი დოლარი. ბაზრობის დომინანტებმა საქმეში შემოიყვანეს მინდობილი პირი, ვისთანაც გააფორმა ხელშეკრულება და ზანდა მსხვილიძე იძულებული გახადეს დათანხმებოდა მათი თამაშიც წესებს. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ მინდობილ პირს გაახსნევინეს ანგარიში, ჩაურიცხეს 200 000 დოლარი, თუმცა ზანდა მსხვილიძეს არავისთვის მიუცია უფლება, რომ თანხა მათ ნაცვლად მიეღო. ზანდა მსხვილიძეს მინდობილობა არავისთვის მიუცია, რომ თანხა მიეღო. მიმღებს უნდა მიეღო საგნის ღირებულება, რაც მიიღო მესამე პირმა. ერთი რამ ცხადია, ზანდა მსხვილიძის მიმართ ბაზრობა იქცეოდა უკანონოდ, აქ ჩანს მკაფიო კავშირები ხელისუფლების მარალი ჩინოსნების მხრიდან” – განაცხადა გიგი სისვაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსხვილიძე გარიგების გაბათილებას და წილის რეალურ საფასურს ითხოვს.

” ჩვენ ვდაობთ იმაზე, რომ გარიგების ღირებულება არ არის გადახდილი., ამიტომ ეს გარიგება უნდა გაბათილდეს. ნდობით აღჭურვილი პირი ამბობს, რომ ეს ფული მე ზანდა მსხვილიძისთვის არ გადამიხდია, ეს ფული აიღეს შუამავლებმა. ეს პირები დღეს არ ჩანან საერთოდ, ასე ვთქვათ თანხა გაიტაცეს, ეს პირები სასამართლოზეც დასახელდა,“ – განაცხადა მსხვილიძის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები