ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. იოსებიძისა და ბულაჩაურის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი ავტომანქანა და საპატრულო პოლიციის ავტომობილი შეეჯახნენ ერთმანეთს.
მომხდარის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.
შსს – ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.