ბათუმში, სპეცოპერაციის დროს, 50 კგ-მდე ჰეროინი ამოიღეს

ბათუმში, ახალგაზრდობის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დააკავეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. ისინი თავს საცხოვრებელ კორპუსს აფარებდნენ. 

შსს-ს ინფორმაციით, საქმე საერთაშორისო დანაშაულს ეხება. არაოფიციალური ინფორმაციით, ამოღებულია 50 კგ-მდე ჰეროინი.

მსგავსი თემები