საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა

  •  

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა.

გამოკითხულთა 87% ამბობს, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ ინსტიტუტს ენდობა, მეორე ადგილზეა პოლიცია 81%-ით, მესამეზე – მედია 72%-ით, მეოთხეზე – პარლამენტი 63%-ით, მეხუთეზე კი სასამართლო 56%-ით.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელთან შედარებით, ყველა აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობა გაზრდილია.

მსგავსი თემები