,,ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრისთვის, ეს იქნება ყველაზე რთული ზამთარი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უკრაინას ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. მისი თქმით, მოსახლეობა და სახელმწიფო ამისთვის უნდა მოემზადოს

,,რასაც არ უნდა გეგმავდნენ ოკუპანტები, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრისთვის – ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს მიწაზე, ყველა მოქალაქისთვის. დღეს განვიხილეთ გათბობის სეზონისთვის გაზის შესყიდვის, ქვანახშირის დაგროვების, ელექტროენერგიის წარმოების საკითხები. რუსეთის აგრესიის გამო შექმნილ ვითარებაში, ეს იქნება ყველაზე რთული ზამთარი დამოუკიდებლობის წლების მანძილზე. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი ისე, რომ ჩვენმა ხალხმა იგრძნოს სახელმწიფოს ნორმალური მუშაობა. ამ დროისთვის ჩვენ არ გავყიდით გაზს და ნახშირს საზღვარგარეთ. მთელი შიდა წარმოება ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება მიმართული”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები