“საქართველოში კორონავირუსის პანდემია ივნისში დასრულდება” – (SUTD) – ის კვლევა

სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს. ამის შესახებ კვლევა საიტზე ddi.sutd.edu.sg გამოქვეყნდა.

მონაცემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის გამოქვეყნებული, მათ შორის ასახულია საქართველოში პანდემიის დასრულების თარიღი.

კვლევის მიხედვით, 97%-იანი ალბათობით საქართველოში კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით კი ეს 2020 წლის 25 ივნისს მოხდება.

რაც შეეხება 100%-იან პროგნოზს, ამ პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის გარდაცვლილია 6 ადამიანი.

მსგავსი თემები