აბიტურიენტებს ისტორიაში უფასო ვიდეოგაკვეთილებს სთავაზობენ

დავეხმაროთ ერთმანეთს ამ მძიმე დროებაში – ამ იდეით პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დათო ფერაძე ერთი თვეა უტარებს უფასო ონლაინ გაკვეთილებს იმ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს, რომლებიც ფინანსური თუ სხვა პრობლემის გამო დღევანდელ სახლში დარჩენის სიტუაციაში ვეღარ ახერხებენ ეროვნული გამოცდისთვის მომზადებას ისტორიაში, მოსწავლეებს, რომლებსაც ისტორიის სწავლის ერთადერთი საშუალება სკოლაში ჰქონდათ და სხვა ნებისმიერ მსურველს .

კონკრეტული ისტორიული თემების გარდა დათო ფერაძე პერიოდულად პასუხობს მოსწავლეებისა და აბიტურიენტების გაგზავნილ შეკითხვებს ტესტირების, სწავლის ტექნიკასა და სხვ. დაკავშირებით.

ვიდეოგაკვეთილები განთავსებულია და განთავსდება Youtube პორტალზე და სოციალურ ქსელებში, საიდანაც გაქვთ საშუალება თავადაც გაავრცელოთ და ხელმისაწვდომი გახადოთ სვებისთვისაც დავეხმაროთ ერთმანეთს ამ მძიმე დროებაში.

მსგავსი თემები