ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე მეწარმე სახელმწიფო დახმარებას მიიღებს

დამსაქმებელი, იმ თანამშრომლებზე ვისაც აქვთ 750 ლარიანი ხელფასი, 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან  გათავისუფლდება. როგორც პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, დამსაქმებლები ყოველ შენარჩუნებულ ადგილზე დახმარებასაც მიიღებენ.

„ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე, დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას. 6 თვის განმავლობაში, 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასი კი 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. პროექტის ჯამური ღირებულებაა 250 მილიონი ლარი“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

მსგავსი თემები