„საქართველოს დაუფიქსირდა უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარება“ – გიორგი გახარია

„ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა გარდა იმისა, რომ სიტყვიერად გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს, მათ ასევე ფინანსური დახმარების პაკეტები შემოგვთავაზეს“ – ამის შესახებ პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ აქცენტი იმ მხარდაჭერაზე გააკეთა, რაც შექმნილ სიტუაციაში ქვეყანას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაუფიქსირდა.

„ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელმაც კრიზისულ პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეათანხმა ახალი პროგრამის პარამეტრები, რამაც სრულად გაგვიხსნა ხელი რომ უფრო ეფექტურად დაგვეწყო მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან. მთავრობამ უკვე მოიპოვა 1,5 მილიარდის დოლარის ღირებულების დახმარების გარანტიები ბიუჯეტის მიმართულებით. ისევე, როგორც მივიღეთ მყარი გარანტიები, რომ საქართველოს კერძო სექტორს დამატებით ექნება წვდომა 1,5 მილიარდ დოლარზე.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობას და კერძო სექტორს დასჭირდება დამატებითი ლიკვიდობა, სრულად გარანტირებული გვაქვს წვდომა 3 მილიარდი დოლარის რესურსზე, რაც დღეის მდგომარეობით არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი თემები