,,ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის წილების 52% შეიძინა, რაც ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ”- სოზარ სუბარი

დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელმაც “ქართული ოცნება” დატოვა და “ხალხის ძალას” შეუერთდა ტელევიზია “პოს ტვ”-ის წილების 52% იყიდა. აღნიშნულის  შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,ჩვენი მოძრაობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია „პოს ტვ“-ის წილების 52%. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ. აღვნიშნავთ კიდევ ერთხელ, რომ დღევანდელ ურთულეს გარემოში საქართველოს წარმატებით უზრუნველყოფისა და ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილ ხალხის ძალას ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში წინ ვეღარაფერი აღუდგება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი თემები