„მრევლს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სამღვდელოებიას მიმართავს და ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, შექმნილი საფრთხიდან გამომდინარე, უმჯობესია, მრევლი დარჩეს სახლში.

“ქართული სამოციქულო ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისთვის. დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველსთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და ასე იქნება მომავალშიც.

მსგავსი თემები