პრეზიდენტად კურთხევის ცერემონიას 55-მდე ქვეყნის 150 კაციანი დელეგაცია დაესწრება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ ქვეყნებისა და დელეგაციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ღონისძიებას დაესწრებიან. ამ ეტაპისთვის, დადასტურებულია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში, მაღალი დონის, 150 დელეგატი ჩამოვა. მათ შორის პრეზიდენტებიც იქნებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, საქართველოში მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვა, თუმცა, ეს საბოლოო მონაცემები არ არის.

„ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი; საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი; სენატის წევრი; ურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი; აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი; სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი; ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი; ლიეტუვას სეიმის სპიკერი; პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი; მინისტრი. მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი; თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი; გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი; ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ისრაელის კნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; სუამის გენერალური მდივანი; უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; აშშ-დან USAID-ის წარმომადგენელი; წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი, არქიბიშოპი“, – აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

ინაუგურაციის ღონისძიებაში მონაწილეობის გარდა, საქართველში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები საქართველოს პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრასაც გამართავენ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

მსგავსი თემები