საბერძნეთსა და ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საბერძნეთსა და ბრაზილიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

საბერძნეთში კორონავირუსი 38 წლის ქალს აღმოაჩნდა, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობდა. ის ამჟამად სალონიკში, კარანტინშია მოთავსებული.

ხოლო, ლათინური ამერიკის ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსი 61 წლის ქალს დაუდგინდა. ის სან პაულოს სამედიცინო ცენტრში იმყოფება. “როიტერის” ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი 9 თებერვლიდან 21 თებერვლამდე ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები