“აბაშიძე-კარასინის” ფორმატი არის ერთადერთი ორმხრივი არხი ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად”- გიორგი გახარია

“ეს არხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჰუმანიტარული და ეკონომიკური განზომილების მიმართ,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აბაშიძე-კარასინის ფორმატს შეეხებოდა. 

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ რომ ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი, პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად.

„აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურია, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი, პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. ამ არხზე უარის თქმა, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი, ამიტომ ეს არხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჰუმანიტარული და ეკონომიკური განზომილების მიმართ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

მსგავსი თემები