„ეუთო/ოდირის დასკვნა კონსტიტუციასთან შესაბამისობის რეკომენდაციას არ იძლევა“ – მარიამ ჯაში

ეუთო/ოდირის დასკვნა პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ განხილვის საგნად იქცა. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციაში გაგზავნილი დოკუმენტის პასუხმა პოზიცია-ოპოზიცია ისევ საგონებელში ჩააგდო. ეუთო/ოდირი ე.წ. გერმანულ მოდელზე აწყობილ ცვლილებებს არც იწონებს და არც იწუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება სათავისოდ კითხულობს, ოპოზიცია კი სათავისოდ.

ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“  პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიან ჯაშმა ისაუბრა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ორგანიზაცია გაგზავნილი დოკუმენტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის რეკომენდაციას არ იძლევა.

„აღნიშნულ დასკვნაში, რამდენიმე მესიჯია. პირველ რიგში, ხაზი ესმევა კონსტიტუციასთან შესაბამისობას. ცალსახა რეკომენდაციას არ იძლევა ეუთოს დასკვნა, აღნიშნულია, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობა უნდა იქნეს განხილული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. რაც შეეხება ძირითად რეკომენდაციას, ბუნებრივია, ეუთო/ოდირი აჯამებს და აფასებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს. შეჯამება გახლავთ ის, რომ სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით, შესაძლოა, როგორც მიმღებლობა, ასევე მსჯელობა. რაც მთავარია, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შედგეს კონსენსუსის საფუძველზე. ეს არის მკაფიო რეკომენდაციები, რაც განსაკუთრებით გასათვალისწინებელი იქნება. თუ კი მიმდინარე დიალოგი არ დასრულდა შედეგით, ბუნებრივია, ეს ვერ იქნება დადებითად შეფასებული. იმედი გვაქვს, რომ მე-5 რაუნდით მხარეები შეძლებენ კონკრეტული პოზიციების შეჯერებას“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მოსივე შეფასებით, ეუთო/ოდირის მთავარი გზავნილი კონსესუსის მიღწევაა.

„ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში  ცალსახადაა მითითებული, რომ მაქსიმალურად დროულად უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, რომ როგორც ცესკოს, ასევე სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს მიეცეთ შესაბამისი დრო წინასაარჩევნოდ მოსამზადებელი პერიოდისთვის. ცალსახა შეფასებას არ აკეთებს, რადგან თვლის, რომ ეს არ არის ეუთო/ოდირის დასკვნის მთავარი მიზანი და საკონსტიტუციო სასამარლოზე აკეთებს რეფერირებას. მთავარი გზავნილი კი შემდეგია – კონსესუსი“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები