ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2 წლის ანიტა ფაცაციას ოპერაციამ კარგად ჩაიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ფილტვები სისხლისგან გასუფთავდა.
“ამ წუთს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მოხდა ფილტვების გასუფთავება სისხლისგან. ჩაიდგა ორთვიანი “ეკმო” აპარატი. გაკერვა ჯერ არ დასრულებულა. იმედი გვაქვს, შეგვეძლება მეტი დეტალი გითხრათ მალე. უღრმესი მადლობა, რომ არ გვტოვებთ. გთხოვთ, განაგრძეთ თქვენი სასწაულმოქმედი ლოცვა. ნათლობის სახელი – ანიტა”, – წერენ ჯგუფში, რომელშიც ანიტას გულშემატკივრები არიან გაერთიანებული.
ხოლო, პატარა ანიტას ბებიის, თამუნა გლურჯიძის თქმით, ბავშვის მდგომარეობა, ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია.
გოგონას მდგომარეობა გუშინ დამძიმდა. ცოტა ხნით ანიტას გული გაუჩერდა, მედიკოსებმა ბავშვს გული ხელის მასაჟით აუმუშავეს.