„ტრიბუნას“ ლიდერი „ლელოს“ დამფუძნებელს ფსევდოდასავლურობაში ამხელს

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი „ლელოს“ დამფუძნებელს ფსევდოდასავლურობაში ამხელს.

“მამუკა ხაზარაძეს ამერიკული მხოლოდ დოლარები უყვარს, თორემ მან ბორჯომიც კი რუსებს მიყიდა და საიდან გვაქვს იმის გარანტია, რომ ანაკლიის პორტსაც რუსებს არ მიყიდიდნენ?!

ანაკლიის პორტს რაც ეხება, ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცების“ დროს, 35 ნავსადგურზე გათვლილი პროექტი „ლაზიკა“, საიდანაც 100 მილიონი ტონა ტვირთი უნდა გადაეტვირთათ. ანუ, როგორ შეიძლება დღეს, როდესაც პროექტის ინვესტიცია ერთ მესამედამდეა  შემცირებული, მაინც 100 მილიონ ტონა ტვირთზე ვსაუბრობდეთ?! თანაც ნაყარ ტვირთებზე არასოდეს ყოფილა საუბარი, მხოლოდ საკონტეინერო ტვირთებზე.
და ამიტომ მაინტერესებს: რატომ გაჩნდა ნაყარი ტვირთები? რატომ დაიწყო „მაერსკისთვის“ და მასთან მოთანამშრომლე კომპანიებისთვის ხელის შეშლა და მონოპოლიის მოთხოვნა რატომ გაჩნდა შავ ზღვაზე?! და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იგივე კონკრეტულად ხაზარაძის ჯგუფის მიერ, რადგან მათ სისხლში აქვთ მონოპოლისტობა და ამას ბორჯომის ისტორიაც ადასტურებს, როდესაც მათ გენერალური ლიცენზიის ხელში ჩაგდება უნდოდათ.

შეხსენებისთვის. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც  საქართველოს მოქალაქეები, თუნდაც  წყლის რესურსებით აპირებდნენ ცხოვრებას, აი ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის წყალი მიყიდა  რუსებს, კერძოდ კი, „ალფა“ ჯგუფს და დღეს, „ბორჯომის“ ყიდვა რომ ვინმეს მოუნდეს, მოსკოვში უნდა ჩავიდეს და იქ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება. ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ მონოპოლისტობა – ეს მათი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ეს საბანკო სექტორსაც ეტყობა, ორი ძირითადი მოთამაშეა და იქაც მონოპოლისტები არიან, აბა თუ მართლა რამის გაკეთება უნდოდათ, ვინ უშლიდათ ხელს?! მითუმეტეს, რომ მაშინ პრემიერად კვირიკაშვილიც ყავდათ, რომელმაც 130 მილიონი გამოუყო მიწების საყიდლად, გარანტიებიც შეუქმნა და საპენსიო რეფორმაც მათთვის მოაწყო და არა ადამიანების ღირსეული სიბერისთვის. (ისე, ვინაა დარწმუნებული რომ იმ მიწებში ფული არ გაკეთდა?! ან ვინ არის იმ ფულზე პასუხისმგებელი?!)

პირადად მე, 2018 წლის თებერვალში ვიყავი პორტში, სადაც 5 ძროხა დადიოდა და 2 ტრაქტორი მუშაობდა…
მოკლედ ფაქტია, ხაზარაძის და მისი ჯგუფის მთავარი მიზანი, საპენსიო რეფორმიდან მიღებული ფულის პორტის მშენებლობაში დაბანდება და იქიდან დამატებითი შემოსავლის მიღება იყო და არა ინვესტორების მოზიდვა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოვა დრო და ეს საქმეები აუცილებლად  გამოძიებული იქნება”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები