ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

რუსეთის ე.წ. საელჩო მოქალაქეებს პროტესტის ადგილიდან თავის არიდების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ახსენებს.

როგორც დიპლომატიურ მისიაში აცხადებენ, ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენ ადგილებში ვითარება მშვიდი რჩება.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო ტურისტებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი აარიდონ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას და იმ ადგილებს, სადაც პარასკევს საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

“უკეთესია, რომ არ გამოჩნდეთ ქალაქის ცენტრში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზონაში და სამთავრობო შენობების კომპლექსში, რადგანაც სწორედ იქ არის დაძაბულობა კონცენტრირებული,” – აცხადებს რუსეთის საელჩო.

მსგავსი თემები