17 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა იგეგმება. არსებული ინფორმაციით რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე დეპუტატები უკვე ინფორმირებული არიან.
რიგგარეშე სხდომაზე 30-მდე საკითხის განხილვა იგეგმება, მათ შორისაა საორგანიზაციო საკითხები და ათი კანონპროექტი.
რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, პრეზიდენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიმართავს.
პარლამენტმა საშემოდგომო სესია 20 დეკემბერს დახურა და რიგგარეშე სხდომის მოწვევა სწორედ ამიტომ იგეგმება. საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიას თებერვლის პირველ სამშაბათს, 4 თებერვალს გახსნის.