სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. უწყების ცნობით, ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, გიგა ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
გიგა ნიკოლეიშვილი 2016-2017 წლებში თბილისის მერის მოადგილე იყო. ამავე უწყებაში ეკავა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა.
გიგა ნიკოლეიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილედ; აქვს სპეციალური წოდება-სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი. 1999 წელს კი, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო ჯილდო, მედალი-,,მხედრული მამაცობისთვის” მიიღო.