ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, რვა ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, საქართველოს რვა მოქალაქე არაფხიზელ მდგომარეობაში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს. მათივე ცნობით, ინციდენტი ცხინვალის აძესარის რაიონში, ეკლესიასთან მოხდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეები ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

„დამრღვევები სამი ავტომობილით იყვნენ, ცხელი ხაზის მეშვეობით შეთანხმების მიხედვით უახლოეს ერთ საათში მანქანები გადაეცემათ ნათესავებს. დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების შემდეგ, იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათ მიმართ შემდგომი ზომების გატარების თაობაზე“, – აცხადებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

გუშინ, რუსმა სამხედროებმა 7 ქართველი დააკავეს, რომლებიც ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი. ამასთან, დღეს ოკუპანდებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს.

მსგავსი თემები