ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მანამდე, გუშინ, რუსმა სამხედროებმა 7 ქართველი დააკავეს, რომლებიც ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.

მსგავსი თემები