შსს-მ ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

  •  

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, 1989 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე – თ. გ. განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2015 წლიდან იძებნებოდა.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები