პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება

  •  

საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება. სწორედ საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ იმ დაგროვილ საკითხებს, რაც პარლამენტმა მუშაობის დასრულებისას ვერ მოასწრო. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდება, რადგანაც აუცილებლობა არ არსებობს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რიგგარეშე სხდომის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობა.

„მე კითხვას პირიქით დავსვამდი, რატომ უნდა ჩატარებულიყო რიგგარეშე სხდომა, როცა საჭიროება არ არსებობდა.  არ იყო ისეთი სასწრაფო თემები, რომლის მიღებაც აგვიანებდა. პარლამენტის სესია 3 სექტემბერს გაიხსნება და სექტემბერში განიხილება ზაქარია ქუცნაშვილის საკითხიც“ –  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები