„ამომრჩეველს რომ ვუთხრა, მე ყველა მოსამართლეს გავყრი და დავიწყებ რევოლუციას, ეს მათ არ აინტერესებთ“ – ლადო კახაძე

  •  

მთაწმინდის შუალედური არჩევნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე არ თვლის, რომ არჩევნების პირველ ტურში ლევან მურუსიძის ფაქტორის გამო ვერ გაიმარჯვა.

როგორც ლადო კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე სამართალსა და სასამართლო სისტემაზე სიტყვაც კი არ დაძრულა.

„პოლიტიკური ოპონენცია ისაა, რომ ყველანაირი შანსი გამოიყენონ შენს წინააღმდეგ. როდესაც შენს მიმართ არ აქვთ საფუძველი, კონკრეტულად ნეგატივზე ისაუბრონ, რაცა ვერაფერს ქექავენ და სუსტ წერტილს ვერ გიძებნიან, ამიტომ „რაღაცის“ „რაღაცასთან“ დაკავშირება ხდება საჭირო. მთავარია, რომ მოსახლემ, ამომრჩეველმა არ გამაიგივოს ამ მოვლენასთან და მეორე ტურში ეს დადასტურდება კიდეც“.

როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ყოფილი ხელისუფლების დროს რომ ასეთი სასამართლო სისტემა არსებობდა, ეს მისი და ამჟამინდელი ხელისუფლების ბრალეულობა არ არის.

„ლადო კახაძე უსამართლობის წინააღმდეგ არის ყოველთვის. მე ბრალს ვდებ წინა ხელისუფლებას იმაში, რომ ასეთი სასამართლო ხელისუფლება არსებობდა. ავადმყოფობა იყო შემორჩენილი სამივე შტოში. სტრატეგია არ იცვლება. სტრატეგია და ვექტორი სწორია. მე ბევრი შეხვედრა ჩავატარე უბან-უბან და არსად, სიტყვა სამართალთან დაძრული არ ყოფილა. მე იქ რომ მივიდე გულზე მჯიღის ცემით რომ მე ყველა მოსამართლეს გავყრი და ასე დავიწყებ რევოლუციას, ეს არ იყო მათი ინტერესი“ – აღნიშნა ლადო კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და ამომრჩევლებს მხადაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი თემები