„გადავიხდი ქურდულად“ – 51-ე სკოლის მოსწავლეების დაპირისპირება „ქურდულ მენტალიტეტს“ უკავშირდება

  •  

51-ე საჯარო სკოლის დირექტორის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში გრძელდება. სკოლის მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო შსს-მ საქმე 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.

უწყებაში ცივი იარაღის გამოყენებას არ ადასტურებენ, თვითმხილველელები კი აცხადებენ, რომ მოსწავლეებს დანებიც ჰქონდათ.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ კლიპის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განუცხადა, დაპირისპირება სწორედ გავრცელებული კლიპის გამო მოხდა, თუმცა, რესპოდენტი ამ კლიპში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ის, შემთხვევის ნეგატიურად გაშუქებას ანტი-პიარს მიაწერს.

„51-ე სკოლილის ბავშვებზე ძალიან ცუდი პიარი აგორდა. ამ კლიპის გადაღების დროს, მე ვიყავი და დამრიგებელი ამ ამბებში არაფერ შუაშია. კლიპი რომელიც გავრცელდა და რომელსაც ახლა ატრიალებენ ეს არის პირველადი კლიპი, რომელიც ზუსტად 2 დღეში ავიღეთ. მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცამ შეინახა და ამ ძველ ვერსიას ატრიალებს. მე რომ გავაზიარე „იუ თუ ბი“-დან იმ ბიჭმა, რეჟისორმა რომელმაც წაშალა, ის ყველგან წაიშალა, ვისაც ჰქონდ გაზიარებული. ახლა რასაც ატრიალებენ, ეს არის მოპარული ვერსია იმ წაშლილი კლიპისა“, – განუცხადა კლიპის მომზადებაში ჩართულმა მშობელმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე შეფასებით, იმ სიტყვებს, რაც კლიპშია ნახსენები, ყველა იყენებდა და ამაში უშვეულო არაფერია: „იმ, პირველ კლიპში სულ 2 სიტყვა იყო ისეთი, რაც შეიძლება არ მოსწონებოდა ვინმეს. იქ არაფერი „ისეთი“ არ იყო. ერთადერთი, სულ 2 სიტყვა – „გადავიხდი ქურდულად“, რაც არაფერია. ჩვენც ხომ გავიზარდეთ, ბავშვები ხომ ვიყავით და ვხმარობდით ხომ ამ სიტყვებს“.

შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა, გიორგი ლასარეიშვილის რეჟისორობით კლიპი გადაიღეს, სადაც „ქურდული მენტალიტეტი“ გასარჟებულია. სკოლის სხვა მოსწავლეებმა ამ კლიპის მოხსნა მითხოვეს, რის გამოც, სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი ინფორმაციით, კლიპის წაშლას სკოლის ადმინისტრაციაც ითხოვდა.

51-ე სკოლაში, გასულ წელს, სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებულ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელიც შემდეგ ქუჩაში გაგრძელდა, დავით სალარიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი თემები