პარლამენტთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს, აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი იცავს

პარლამენტის შენობის წინ სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. პოლიციის კორდონი „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებს „სირცხვილიას“ აქციის მინაწილეებისკენ არ უშვებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 3 ადამიანი.

„სირცხვილიას“ კონტრ-აქცია დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადების შემდეგ დაიგეგმა. პარლამენტის შენობის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებსაც პოლიციელებმა „სირცხვილიას“ მონაწალეებთან მისვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე იყო ყოფილი დეპუტატი ბეჟან გუნავა, რომელიც პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა.  

პოლიციელებთან დაპირისპირებისას 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ბეჟან გუნავაც. სად არიან ისინი გადაყვანილები და გაათავისუფლებენ თუ არა, ამ ეტაპისთვის უცნობია. შსს-ს განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

ამ წუთებში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი იცავს.  

მსგავსი თემები