ვითარება უკიდურესად დაიძაბა – ოპოზიცია და აქტივისტები „ოცნების“ ოფისში შესვლას ცდილობენ

ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება დაძაბულია, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები, ოფისში შესვლას ცდილობენ. მათ დაპირისპირება მოუხდათ სამართალდამცველებთან. ელენე ხოშტარიამ პოლიციელებს წითელი საღებავიც კი შეასხა.

პოლიციელებმა ადგილიდან რამდენიმე აქტიური აქტივისტი გაიყვანეს. ადგილზე იმყოფება მამუკა ხაზარაძეც, რომელიც აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ოფისში თუ არ შეუშვებენ, ძალიან ცუდი რამ მოხდება.

ოპოზიცია მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას ითხოვს. ისინი ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.   

მსგავსი თემები