სამინისტროების დაფინანსება იზრდება

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, სამინისტროების დაფინანსების გაზრდა იგეგმება. მთავრობის მიერ მომზადებული ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე პარლამენტშია და ხვალ ბიუროს სხდომაზე იქნება წარმოდგენილი.

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება.

ბიუჯეტის პროექტით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 მლრდ 798,7 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 771.1 მლნ ლარით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა ერთი მილიარდ 978,6 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 293,7 მლნ ლარით.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 401,2 მლნ ლარით, 2022 წელს კი არის 357,802.8.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 მლრდ 975.9 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია ერთი მლრდ 543,3 მლნ ლარი, გრანტებში გათვალისწინებულია 13.9 მლნ ლარამდე, კრედიტებში – ერთი მლრდ 418.8 მლნ ლარამდე.

იზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაც და ის 688.5 მლნ ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს უწყების დაფინანსება 593,071.4 მილიონი ლარი იყო.

მცირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომავალ წელს უწყების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 653.7 მლნ ლარი, რომელიც მიმდინარე წელს 932,404.9 მლნ ლარი იყო.

მცირედით იზრდება ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება და ის შეადგენს 106 მლნ ლარს, მიმდინარე წელს არის 105,404.8.

იზრდება იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება. უწყებისთვის გათვალისწინებულია 369,4 მლნ ლარი, მიმდინარე წელს – 310,568.4 მილიონი ლარია.

იზრდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება და უწყებისთვის გათვალისწინებულია 183 მლნ ლარი, მიმდინარე წელს არის 176,603.6 მილიონი.

ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 260 მლნ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 257,6 მლნ ლარით აღემატება.

შსს-სთვის გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 070 მლნ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 205 მლნ ლარით აღემატება. მთავრობის განმარტებით, უწყებისთვის დაფინანსების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია პოლიციელთა ხელფასების 20%-იან მატებასთან.

მსგავსი თემები