„ისრაელის კონფლიქტი ტრაგედიაა კაცობრიობისთვის“ – ჩინეთს პოზიცია

„ისრაელის კონფლიქტი დღეს 21-ე საუკუნეში არის ტრაგედია კაცობრიობისთვის და სირცხვილი ცივილიზაციისთვის. არაფერი ამართლებს კონფლიქტის გაჭიანურებას, ან მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას“ – აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ ი-მ პეკინში, საერთაშორიო მედიასთან გააკეთა, რომელსაც  „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრო.

როგორც მინისტრი განმარტავს, პალესტინის ტერიტორიის ოკუპაცია ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.

„პალესტინის ტერიტორიების ხანგრძლივი ოკუპაცია უყურადღებოდ აღარ უნდა დაგვრჩეს. პალესტინელების დიდი ხნის ნანატრი სწრაფვა დამოუკიდებელი სახელმწიფოსკენ აღარ უნდა იქნეს არიდებული. რაც მთავარია, პალესტინელების მიმართ ისტორიული უსამართლობა არ უნდა გაგრძელდეს თაობიდან თაობაში“ – განაცხადა ვანგ ი-მ.

ოფიციალური ჩინეთი მხარდაჭერას უცხადებს პალესტინის წევრობას გაეროში.

„პალესტინელი ხალხისთვის სამართლიანობის აღდგენა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის სრულად განხორციელება ერთადერთი გზაა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტების მანკიერი ციკლის გასაწყვეტად, ექსტრემისტული იდეოლოგიების გამრავლების ნიადაგის აღმოსაფხვრელად და ახლო აღმოსავლეთში მდგრადი მშვიდობის განსახორციელებლად.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პალესტინის სრულ წევრობას გაეროში და მოვუწოდებთ გაეროს უშიშროების საბჭოს ზოგიერთ წევრს, შეწყვიტოს დაბრკოლებების შექმნა ამ მიზნით“ – განაცხადა მინისტრმა პეკინში.

მსგავსი თემები