მაიამიში, არტ ბაზელის გამოფენაზე, 120 ათას დოლარად გაყიდული მაურიციო კატელანის კედელზე მიკრული ბანანი, ქართველმა ხელოვანმა, დავით დათუნამ შეჭამა.
“ჩვეულებრივზე მეტად გემრიელი იყო. მე შემიძლია ვჭამო ბანანი და ბანანის კონცეფცია – იმიტომ, რომ მე ვარ მხატვარი და არა ჩვეულებრივი ადამიანი”, – განაცხადა დეივიდ დათუნამ.
გალერიის წარმომადგენლის განცხადებით, დავით დათუნას ხელოვნების ნიმუში არ გაუნადგურებია, ვინაიდან „ბანანი არის იდეა“.