ავარია ქუთაისში – არიან დაშავებულები

ქუთაისში – წყალტუბოს გადასახვევთან ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

მსგავსი თემები