“პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი” – ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარს აკეთებს და საქართველოს პრემიერის ბაქოში ვიზიტს ეხმაურება.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმედს გამოთქვამს, რომ საკითხი ძმურად და სამართლიანად გადაწყდება.

“პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი და იმედით ვუყურებთ ამას, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს იმ სადავო პრობლემას, რაც ყველას გვაწუხებს. ძმურად და სამართლიანად გადაწყდება, ეს მოიტანა ამ დიალოგმა,” – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები