შიმშილობის მე-11 დღე – დეპუტატ ანი წითლიძის მდგომარეობა დამძიმდა

პარლამენტში მოშიმშლე დეპუტატის მდგომარეობა დამძიმდა. ანი წითლიძეს ექიმები მოუწოდებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი დაუყოვნებლივ თქვას. მედიკოსების შეფასებით, შიმშილობიდან მე-11 დღეს, მისი ორგანიზმი უფრო დასუსტდა, დაბალია გლუკოზის მაჩვენებელიც და აღენიშნება წონაში სწრაფი კლება. მდგომარეობა, შესაძლოა, ნებისმიერ წამს  გართულდეს.

ამის მიუხედავად, წითლიძე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს და ამბობს, რომ შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე ხელისუფლება სააკაშილის გადასარჩენად ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს.

„დღეს არის დღე, როდესაც დაიბადა ქრისტე და რომელიც შემდეგ ჯვარს ეცვა თითოეული ჩვენთაგანის ცოდვების გამო  რომელმაც გვითხრა, რომ „გიყვარდეს მტერი შენი“ და „სიკეთე უქენი შენს მოძლეებს“ და ჩემი შიმშილობის მე-11 დღეს მე მინდა ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე : გადაიყვანენ პრეზიდენტ სააკაშვილი სამკურნალოდ. მე არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, – თქვა წითლიძემ.

მსგავსი თემები