ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, თებერვალში უკრაინას ეწვევა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად. შეთანხმების მიხედვით  პარიზი კიევს დამატებით იარაღს მიაწოდებს.

“ვაპირებთ, გაცილებით მეტი აღჭურვილობა მივაწოდოთ უკრაინას და დავეხმაროთ იმით, რაც მას სჭირდება თავისი ცის დასაცავად. მე თვითონ გავემგზავრები უკრაინაში თებერვალში”- განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი თემები