„ჩვენს მოკავშირეებს არ უთხოვიათ ჩვენთვის რუსეთთან ომის გაყინვის შესახებ მოლაპარაკება”- კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კომუნიკაციის დროს დასავლელი მოკავშირეები არ უბიძგებენ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისა და ომის გაყინვისკენ.

„ჩვენს მოკავშირეებს არ უთხოვიათ ჩვენთვის რუსეთთან ომის გაყინვის შესახებ მოლაპარაკება, არც მაშინ, როდესაც დელეგაციებთან ვისხედით, ან დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე. ეს არ არის ის თემა, რომლის წამოწევასაც შეძლებს ვინმე მოლაპარაკებების მაგიდასთან, როგორც ვარიანტის“, – განაცხადა კულებამ.

ამასთან, კულებამ იდეის მომხრეებს უპასუხა, რომელთა განცხადებითაც,  გაყინული კონფლიქტი უკრაინის ინტერესებშია.

„ისინი, რომლებიც გვთავაზობენ კონფლიქტის გაყინვას და ამტკიცებენ, რომ უკრაინისა და მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, რეალურად პუტინს ეხმარებიან და აიგნორებენ იმას, თუ რა არის რუსეთი დღეს. 2014 წლიდან 2022 წლამდე ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებების თითქმის 200 რაუნდი ჩავატარეთ. ეს უკვე იყო დე ფაქტო გაყინული კონფლიქტი“, – აღნიშნა კულებამ.

მსგავსი თემები