,,კვლავ დაიწყეს მასიური სარაკეტო შეტევა… დაშავებულია 45 ადამიანი, დაღუპულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 8 იანვარს რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად უკრაინაში 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 45. მისივე თქმით, რუსებმა უკრაინის ქალაქებს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.

,,დღეს დილით, სამწუხაროდ, კვლავ დაიწყეს მასიური სარაკეტო შეტევა. ხარკოვი, ზაპოროჟიე, კრივოი როგი, ხმელნიცკის ოლქი. დაშავებულია 45 ადამიანი, ამ დროისთვის დაღუპულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს. ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად იგრძნობს ჩვენს პასუხს. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოსა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად ახალ სანქციებზე: რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები