უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, დასავლეთის ქმედებები რუსეთის მიმართ არასაკმარისია, პოდოლიაკი რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციას ეხმიანება და დასავლეთს შემდეგ პუნქტებს სთავაზობს:
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის) გააქტიურებას;
HIMARS-ის სისტემებისა და მისი ჭურვების მიწოდების გაორმაგებას;
უკრაინისთვის ATACMS რაკეტების მიწოდებას, რომელთა ფრენის მაქსიმალური მანძილი 300 კილომეტრს შეიძლება აღწევდეს;
უკრაინისთვის ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებაზე “ტაბუს” მოხსნას და უკრაინელი მებრძოლებისთვის სავარჯიშო ცენტრების გახსნას.
“უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ევროპასაც იცავს. ნუთუ პარტნიორებს ჯერ კიდევ არ ესმით ეს”, – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.