ავსტრალიაში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი “ინსტაგრამზე” პოსტს აქვეყნებს.
როგორც ბერა ივანიშვილი წერს, ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად შექმნილ ვითარებაში დახმარების გზებს ეძებს. შეგახსენებთ, ბერამ რამდენიმე თვის წინ, მილიონზე მეტი ამაზონის ტყის აღსადგენად გადარიცხა.
“მე ვლოცულობ ავსტრალიისთვის. ამჟამად ვეძებ დახმარების გზებს, თუ როგორ ჩავერთო პროცესში. ავსტრალიის ხანძრისას 12 მილიონამდე ჰექტარი დაიწვა, რაც მეტია კალიფორნიის, ამაზონისა და ციმბირის ხანძრების შედეგად დამწვარ ტერიტორიებზე,” – წერს ბერა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ხანძარს რამდენიმე თვეა ებრძვიან. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ავიაცია და დამატებითი სამხედრო ძალა. ავსტრალიის ხანძრებს ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენიმე ათეული ადამიანი და ნახევარ მილიარდამდე ცხოველი ემსხვერპლა.