რუსეთმა ჯიმ ქერის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა კანადის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, კანადის 100 მოქალაქე, მათ შორის მსახიობი ჯიმ ქერი შავ სიაში შეიყვანა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

,,კანადის პრემიერმინისტრის, ჯ. ტრუდოს რეჟიმის მიერ რუსეთის ხელმძღვანელობის, პოლიტიკოსებისა და პარლამენტარების, ბიზნესმენების, ექსპერტების, ჟურნალისტების, კულტურის მოღვაწეებისთვის სანქციების დაწესების საპასუხოდ ხელისუფლება თვლის, რომ ქვეყანაში შესვლა კანადის 100 მოქალაქისთვის აკრძალულია” – აცხადებენ კრემლში.

ცნობისთვის, კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. შეზღუდვები 23 პირს შეეხება, მათ შორის იქნებიან პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები, ციხეების ადმინისტრაციის თანამშრომლები.

 

მსგავსი თემები