„ნატო-მ ომის ყველაზე ტრაგიკულ მომენტში თუ არ დახურა უკრაინის ცა, მაშინ რატომ გახსნიან შავ ზღვას”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებას აცხადებს, რომ დასავლეთს რუსეთის საზღვაო ბლოკადის მოსახსნელად გამბედაობა არ ეყოფა.

„ნატო-მ ომის ყველაზე ტრაგიკულ მომენტში თუ არ დახურა უკრაინის ცა, მაშინ რატომ გახსნიან შავ ზღვას, რათა უკრაინიდან შეუფერხებლად მოხდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი? მთელი გულით მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დასავლეთის ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს ექნებათ საკმარისი ძალა, გამბედაობა, იპოვონ ამ საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტა“, – განაცხადა კულებამ.

კულებას განცხადებით, უკრაინის პორტების გახსნასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში რუსეთის ნდობა, მაინც არ შეიძლება.

„ხელიც რომ მოაწერონ რაიმე გარანტიებს შეუფერხებელი გასასვლელის შესახებ, არ ნიშნავს, რომ ის წარმოდგენილი იქნება. მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, დაარღვიონ შეთანხმება, როგორც კი მას მიაღწევენ“, – აღნიშნა კულებამ.

მსგავსი თემები