სკანდალი კანადის პარლამენტში ზელენსკის ვიზიტისას

კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერი ენტონი როტა თანამდებობას ტოვებს. ეს მას შემდეგ, რაც მან პარლამენტში 22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ვიზიტის დროს 98 წლის ა ყოფილი უკრაინელი ჯარისკაცი, იაროსლავ ჰუნკა რომელიც ნაცისტურ დივიზიონში იბრძოდა  მიიწვია .

როგორც თემთა პალატის სპიკერმა განაცხადა, იუნკა გმირი იყო, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოება მას მქუხარე ტაშით მიესალმა. მომხდარმა კრიტიკა გამოიწვია.

სპიკერმა შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, “ამ პალატის მუშაობა ნებისმიერ ჩვენგანზე მაღლა დგას”.

როგორც კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს ოფისში განაცხადეს,  გადაწყვეტილება ჰუნკას მოწვევის შესახებ მხოლოდ სპიკერის ოფისმა მიიღო და მისი ბოდიში “სწორი იყო”.

მსგავსი თემები