,,მე ზოგადად არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას”- ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ის, რაც ახლა ეროვნული ბანკის საბჭოს ირგვლივ ვითარდება, კლასიკური პოლიტიკური ზეწოლის მაგალითია. მისი თქმით, თავად არანაირ ზეწოლას არ ექვემდებარება.

,,კლასიკური პოლიტიკური ზეწოლის მაგალითია რაც ახლა ეროვნული ბანკის საბჭოს ირგვლივ ვითარდება. ჩემზე ეს არ მოქმედებს, მე ზოგადად არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას. რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ისევ ვამბობ, რომ ყველას აქვს სხვადასხვა დოზის ამტანობა ამ ზეწოლის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზირებული გადაწყვეტილება, ჩემდა სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა, მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას,”-  განაცხადა თურნავამ ”იმედის” ეთერში.
ცნობისთვის, გუშინ ეროვნული ბანკის 3 ვიცე-პრეზიდენტი და ერთი მრჩეველის გადადგა.

მსგავსი თემები