ზელენსკი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას.

მისი თქმით, აერო-ს მუშაობა ახლა პარალიზებულია ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი სახელმწიფო, ბლოკავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რადგან მას აქვს ვეტოს უფლება.

„უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე საკუთარი სისხლის ხარჯზე აკეთებენ იმას, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ უნდა გააკეთოს თავისი კენჭისყრით. ისინი აჩერებენ აგრესიას და იცავენ გაერო-ს წესდების პრინციპებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ომის შეჩერება შეუძლებელია, რადგან აგრესორი ყველა მცდელობას ვეტოს ადებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები