ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრების თანხა – 34 ათასი ევრო ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა

  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებასთან დაკავშირებით მედიასთან განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ თანხა სრულად პრემიერ-მინისტრის მამამ დაფარა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი მიუნხენში ჩარტერული რეისით გაფრინდა. „მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. … ვრცლად ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრების თანხა – 34 ათასი ევრო ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა