რუსეთი გლობალურ შიმშილს ამძაფრებს – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბურბოკმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე უარის გამო. ამის შესახებ ბურბოკმა ბერლინში რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუმინიკა ოდობესკუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

,,პუტინის თამაში მარცვლეულის შეთანხმებასთან ცინიკურია. სატვირთო გემებს თავისუფალი გასვლის საშუალება მხოლოდ პუტინის გამო არ ეძლევათ. რუსეთი გლობალურ შიმშილს ამძაფრებს”, – განაცხადა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძალისხმევას მარცვლეულის შეთანხმების განახლებისთვის და რუსეთი მსოფლიოში სასურსათო სიტუაციის გამწვავებაში დაადანაშაულა.

მსგავსი თემები